Logo

გიორგი გახარია – მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში

პოლიტიკა
492
Frontnews image description

ყოველგვარი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

 

“მე მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმენ პირობებში უწევთ დღეს ბრძოლა, საქართველოს მოქალაქეების დაცვა, მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და ერთი თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში”,- განაცხადა გახარიამ.

 

„ბევრი ჩვენგანი წლების წინ გავერთიანდით „ქართული ოცნების“ ირგვლივ. ეს არ იყო ორგანიზაცია ქართული ოცნება – ეს იყო ფასეულობებზე დაფუძნებული ერთობა, ეს იყო ოცნება უკეთეს წარმატებულ საქართველოზე, ეს იყო ოცნება სამართლიან, კეთილსინდისიერ გარემოზე! სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს უკვე დაავიწყდათ ეს იდეალები და ეს ფასეულობები. ეს ხალხი დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი, სულ უფრო და უფრო ცდილობს დაგვაბრუნოს წარსულში. ჩვენთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ორგანიზაცია ქართული ოცნება, თავისი უსუსურობით შეუწყობს ხელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას თუ ზუსტად იგივე მეთოდებით გაუსწორდება საქართველოს მოქალაქეებს.

ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სახიფათოა, ამ ორი ძალის მარტო დატოვება. უფრო მეტსაც გეტყვით – თითოეული ჩვენგანისთვის ეს იმ ფასეულობების, იმ იდეალების, უკეთეს საქართველოზე ოცნების ღალატი იქნება, თუ ჩვენ ამ ორ ძალას ერთმანეთის პირისპირ მარტო დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებთან! ფაქტობრივად, გამოვა, რომ ჩვენ არჩევანს შევუზღუდავთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს! ამიტომ, მაშინ როდესაც ქართული ოცნება სულ უფრო და უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და მათ შორის თითქმის უკვე წაშლილია ზღვარი, ჩვენ ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას და ვამბობთ, რომ: თბილისიდან დაწყებული საქართველოს თითოეულ დასახლებულ პუნქტში ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Advertisement