გიორგი გახარია – მმართველი ძალა დაემსგავსა 2012 წლის “ნაციონალურ მოძრაობას”, ადამიანებზე ზეწოლისთვის იყენებენ ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტს


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდგომ მედიასთან კომენტარები გააკეთა.
“მე მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს პირდაპირ და ღიად. იმიტომ რომ, სამწუხაროდ დღეს მმართველი ძალა დაემსგავსა 2012 წლის ნაციონალურ მოძრაობას. ესე იგი, დღეს ხელისუფლება, მმართველი ძალა, პარტია, პარტიული ბოსები – იყენებენ სახელმწიფო ყველა ინსტრუმენტს: შემოსავლების სამსახურს, ფინანსურ პოლიციას, პოლიციას, სუს-ს – ყველაფერს ამას იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანებზე მოახდინონ ზეწოლა ელემენტარული სიმპათიების გამოხატვის გამო და მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ როდესაც სამსახურიდან დათხოვნა, კერძო ბიზნესზე ფინანსური პოლიციის ზეწოლა არის – ეს არის შიშის შედეგი“, – აცხადებს გახარია.
ჟურნალისტები გიორგი გახარიას ჩაეკითხნენ ეს მისი პრემიერობის დროსაც ხომ არ ხდებოდა.
“პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მსგავსი ინსტრუმენტები არასოდეს არ გამოგვიყენებია – მე არ გამომიყენებია არასოდეს”, – აღნიშნა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს