გიორგი გახარია – ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გულით უნდა გავაკეთოთ არჩევანი

ავტორი
Front News საქართველო
“ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალური არჩევნები, რომლამდეც სულ რამოდენიმე დღე დარჩა. ამ არჩევნების მნიშვნელობა არის მუნიციპალურ დონეზე უფრო მაღალი. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ ყველანი უნდა მივიდეთ ორ რიცხვში არჩევნებზე და გულით უნდა გავაკეთოთ არჩევანი“, – მიმართავს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია მოქალაქეებს.
“2 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ჩვენ ველოდებით განახლების დაწყებას ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ პარტია საქართველოსთვის მიიღებს ჩვენი მოქალაქეების ისეთ მხარდაჭერას, რომელიც საკმარისზე მეტი იქნება, რომ ყველამ ერთად – მოქალაქეებთან ერთად დავიწყოთ ქვეყანაში განახლება, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ელოდება. ბევრს დავდივარ თბილისშიც და რეგიონებშიც და ძალიან კარგად ვხედავ იმ მოლოდინს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებში არის – ეს არის განახლების მოლოდინი. წარსულზე უარის თქმის და ყველაფრის დავიწყების და დანგრევის კი არა – განახლების მოლოდინი. ეს არის, რაც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ და ეს არის, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელწიფოს სჭირდება”, – აცხადებს გიორგი გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


