Logo

გიორგი გახარია – როგორც იქცევიან, ქვეყანას აბრუნებენ წარსულში, იმ “ნაციონალური მოძრაობის” შავ-ბნელ წარსულში, რომელსაც თვითონაც უარყოფდნენ

პოლიტიკა
394
Frontnews image description

გიორგი გახარიამ დღეს მედიასთან, ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად მოსყიდვის ფაქტებზეც ისაუბრა. 

 

“ჩვენ ამ ფაქტებს ყველაფერს ვაფიქსირებთ, აღვრიცხავთ და ხდება ამ ფაქტების სტრუქტურირება. ჩვენ ეს – შეგვიძლია და კარგად ვიცით. მთავარი და ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემთვის ის არის, რომ დღეს სამწუხაროდ რა მეთოდებითაც ხელისუფლება და ოცნების დღევანდელი ბოსები მოქმედებენ – ამ მეთოდებით   ქვეყანას აბრუნებენ წარსულში – ქვეყანას უახლოებენ იმ წარსულს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეალობა იყო. სხვაობა ბევრი არაფერი არ არის. ეს არის ჩემთვის მიუღებელი და გულგასატეხი”, – აცხადეს  გახარია 

 

“განა გაკვირვებულია ვინმე ან ვინმეს ეშინია ამ მიყურადებების და განთავისუფლებების, ზეწოლების და მუქარების – არავის არაფრის არ ეშინია – უბრალოდ, სამწუხაროა!  ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული პროგრესი გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით,  მათ შორის, არჩევნების ჩატარების მიმართულებით –  ახლა როგორც იქცევიან, სისტემურად როგორც იყენებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს – უბრალოდ ქვეყანას აბრუნებენ წარსულში. წინ კი არ მივდივართ, ქვეყანას ვაბრუნებთ წარსულში და წარსული იცით რა არის – ის ნაციონალური მოძრაობის შავ-ბნელი წარსული, რომელსაც თვითონაც უარყოფდნენ, თვითონაც პროტესტი ჰქონდათ და რომლის წინააღმდეგ სამართლიანობის ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ცუდი! ჩვენ არ გვინდა წარსულში დაბრუნება!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Advertisement