Logo

გიორგი გახარია – საქციელს განსაზღვრავს ქმედებები და ნაბიჯები და არა კაცობაზე საუბარი

პოლიტიკა
374
Frontnews image description

სამწუხაროდ, დღეს არც “ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” ხალხზე არ ფიქრობს, რეალურად ერთი შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მეორე – რევანშისტული მიზნით, არც ერთს და არც მეორეს ქვეყნის და მათ შორის არც თბილისის მართვის რესურსი არ გააჩნია, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებისას განაცხადა.

 

“ამიტომ დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც მოგვცემს ჩვენ ყველას ერთად შესაძლებლობას, დავიწყოთ განახლება, რომლიც სჭირდება თბილისს და საქართველოს.

 

საქციელს განსაზღვრავს ქმედებები და ნაბიჯები და არა კაცობაზე საუბარი. ეს ყველაფერი სულ მალე, 2 ოქტომბრისთვის პირველ რიგში თბილისელების მიერ იქნება პასუხგაცემული”, – განაცხადა გახარიამ.

Advertisement