გიორგი გამსახურდია - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო, ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი “ოცნებასო”

ავტორი
Front News საქართველო
მოკლედ, ესეთი ამბებია - მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, “მევახშეები და ხალხის მღლეტავები”, ისეთ ქველმოქმედ და ქვეყანაზე გადაყოლილ ადამიანს რომ დაუპირისპირდებიან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, შედეგიც სწორედ ასეთი ექნებათ".
“მოკლედ, ესეთი ამბებია - მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო.
სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს, მართალია თქვენთვის, მევახშეებისთვის, ციფრებია მთავარი, მაგრამ ხალხია სიმართლის მხარეს.
ეგრეა ბატონო, მევახშეები და ხალხის მღლეტავები, ქვეყანაზე გადაყოლილ და ქველმოქმედ ადამიანს რომ დაუპირისპირდებით, შედეგიც ეგ გექნებათ, რაც გაქვთ. ხო, ის კიდევ, ჩვენთან პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, ბიძინაა ივანიშვილი, თქვენთან კიდევ თაზო დათუნაშვილი. უფსკრულივით სხვაობას კი გრძნობთ ალბათ”, - წერს გამსახურდია.
თაგები:
გიორგი გამსახურდია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


