გიორგი გოგუაძე – იმერეთში სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ე.წ. კარუსელის შემთხვევა

ავტორი
Front News საქართველო
“იმერეთში სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ე.წ. კარუსელის შემთხვევა. ქუთაისში 124-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი დღის დასაწყისში შეადგინა” – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ განაცხადა.
“ქუთაისში ძალიან მაღალი აქტივობაა, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს და თითოეულ ქუთაისელს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი უკეთესი ქუთაისისთვის. არჩევნები მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პრობლემებისა და ხარვეზების ფონზე კერძოდ, სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ფაქტია ე.წ. კარუსელის შემთხვევა. მათ შორის ყველაზე საგანგაშო იყო 124-ე უბანზე დაფიქსირებული მძიმე შეცდომა, როდესაც კომისიის წევრმა თავმჯდომარემ შეადგინა შემაჯამებელი ოქმი დღის დასაწყისში. თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმას დავიცავ ბოლომდე ამისათვის კი აქტიურად მუშაობენ ჩვენი წარმომადგენლები”, – განაცხადა გიორგი გოგუაძემ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


