გიორგი იმედაშვილი – ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ იყოს საერთაშორისო გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი


ავტორი
Front News საქართველო
რაც მთავარია, ჩვენი გეგმის საყრდენი არის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების არალეგიტიმური შედეგი მივიღოთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა გიორგი იმედაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არც ერთი პარტიის არც ერთი წარმომადგენელი, გარდა “ქართული ოცნებისა”, არ უნდა შევიდეს პარლამენტში.
“რაც მთავარია, ჩვენი გეგმის საყრდენი არის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების არალეგიტიმური შედეგი მივიღოთ, არ ვაპირებთ მთავრობის მიღებას, რომელიც ამ არჩევნების შედეგად დაიბადება. ეს არის უმნიშვნელოვანესი საყრდენი იმ გეგმის, რომელიც შეიძლება არსებობდეს ყველა გაყალბებული არჩევნების შემდეგ ყველა სახელმწიფოში. ჩვენ გვაქვს უმთავრესი იარაღი – ჩვენი უარი ამ სიყალბის მიღებაზე და ვფიქრობ, რომ ეს მთავარი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ერთიანობა.
არც ერთი პარტიის არც ერთი წარმომადგენელი, გარდა “ქართული ოცნებისა” არ უნდა შევიდეს პარლამენტში. შედეგის მისაღწევად, ასევე, უმნიშვნელოვანესია ამ ფარულობის დარღვევით მიმდინარე არჩევნების საუკეთესოდ აღწერა და გადმოცემა საერთაშორისო სტანდარტით, რადგან ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ იყოს საერთაშორისო გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი“, – განაცხადა გიორგი იმედაშვილმა.
თაგები:
