Logo

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

საზოგადოება
178
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე თბილისის ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთის მთავრობის ის პროგრამები გააცნო, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება.

მთავრობის თავმჯდომარემ და ილორის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ ახალგაზრდების ხელშეწყობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მთავრობისა და მისი სამინისტროების სხვადასხვა პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, მათი ინიციატივების განვითარება და ხელშეწყობა.

შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა ესწრებოდნენ.

მთავრობის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მომავალ თაობას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის გაძლიერებისა და ეროვნული ერთიანობის საქმეში, რის გამოც ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, კულტურული და ინტეგრაციული პროგრამების ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ჩვენთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება, რადგან ეს თაობა წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მთავარ საყრდენს და წარმატებული მომავლის საფუძველს.

სწორედ ამიტომ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, განათლებისა და კულტურის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრებთან ერთად შევხვდი აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს, რომლებსაც ვესაუბრე იმ შესაძლებლობებსა და პროექტებზე რომელსაც აფხაზეთის მთავრობა მის დაქვემდებარებულ სამინისტროებთან ერთად დევნილ ახალგაზრდებს სთავაზობს.

Advertisement