Logo

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

პოლიტიკა
181
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში ყველა საკითხზე დროულ რეაგირებას დაჰპირდა.

„აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გაცნობა უმნიშვნელოვანესია არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და დროული რეაგირებისთვის.

ჩვენი მიზანია, საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული საკითხი, რათა არცერთი პრობლემა არ დარჩეს ყურადღების მიღმა და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი დევნილი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს და აფხაზეთის მთავრობის აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

Advertisement