Logo

გიორგი ჯინჭარაძე - ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა

პოლიტიკა
131
Frontnews image description

ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ათი ათას ლარამდეა გაზრდილი საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება და არის რეზიდენტურის დაფინანსების პროგრამა.

„ჯანმრთელობის დაცვა და ჩვენი დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჩვენთვის უმთავრესი მიმართულებაა, შესაბამისად, 2026 წელს გვაქვს სიახლეები. ყველაზე მთავარი - დაახლოებით სამჯერაა გაზრდილი ის პროგრამები, რაც 2025 წელს იყო მოქმედებაში. ჩვენ დაახლოებით სამჯერ გავზარდეთ ლიმიტებიც, ასევე, სრულიად მოხსნილია თანადაფინანსების კომპონენტი - ბენეფიციარს, რომელსაც თანადაფინანსება ჰქონდა პროცენტული რაოდენობით, წელს აღარ ექნება, განსაზღვრული ლიმიტით - 100%-ით დაუფინანსდება სამედიცინო სერვისები.

ბენეფიციარები 2025 წელს ვერ სარგებლობდნენ  ერთდროულად რამდენიმე პროგრამით, 2026 წელს მათ უკვე შეეძლებათ, საჭიროების მიხედვით ისარგებლონ რამდენიმე პროგრამით ერთდროულად. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს კუთხით ვახორციელებთ დაახლოებით 40-მდე პროგრამას, ეს შეიძლება იყოს ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის პროგრამა, უშუალოდ ამბულატორიის დაფინანსება, სამედიცინო სერვისები, ოპერაციები და ასე შემდეგ. მაგალითად, მე ვახსენე მოზარდთა და ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა და აქაც გვაქვს სიახლე - პროგრამა აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ თბილისში და 2026 წელს ჩვენს ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, საქართველოს სრული ტერიტორიის მასშტაბით ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით. ასევე, საზღვარგარეთ დაფინანსებაზე შემიძლია გითხრათ, რომ ათი ათას ლარამდეა გაზრდილი საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება და არის რეზიდენტურის დაფინანსების პროგრამა - ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, რომ დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა.

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის დევნილი ბენეფიციარებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ამ მიზნით, ჩვენი ახალი გუნდის პირობებში სისტემატურად ვახორციელებთ შეხვედრებს ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან, როგორც კომპაქტურ დასახლებებში, ასევე შეხვედრებზე, მიღებებზე და დგინდება ის პრობლემები, რაზეც ვკონცენტრირდებით და ვრეაგირებთ.

ზუსტად 2025 წელს მილიონ-ნახევარი იქნა მობილიზებული ამ მიმართულებით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით და 2026 წელს ჩვენ კიდევ დამატებით ვფიქრობთ, რომ სამი მილიონი ლარი ჩავდოთ ამ პროგრამაში. ასევე, სოციალური მიმართულება ერთ-ერთი მთავარია ჩვენთვის და აფხაზეთის მთავრობა მუდმივად ახორციელებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს მოწყვლადი კატეგორიის ჯგუფებისთვის და ქირით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, ვისაც არ აქვს საცხოვრისი. ჩვენ გვაქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც ჩემი გადაწყვეტილებით მიმართულია სოციალურ საკითხებზე და ვფიქრობთ, რომ ეს თანხა სრულად გამოვიყენოთ ჩვენი დევნილი ბენეფიციარების საჭიროებების კუთხით", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები