გიორგი ჯინჭარაძე გიორგობის სადღესასწაულო წირვას დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ გიორგობის დღესასწაული დევნილ მოსახლეობას ზუგდიდიდან მიულოცა.
მთავრობის თავმჯდომარე ზედა ეწერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ დავით კოდუასთან ერთად წირვას დაესწრო.
"მინდა გიორგობის დღესასწაული მივულოცო მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩვენს დევნილებს. ვუსურვო მათ ღირსეული დაბრუნება საკუთარ მიწა-წყალზე და უფლის შეწევნით, წმინდა გიორგის მადლით ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ტაძარში გიორგობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ აღავლინა.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


