Logo

გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა

საზოგადოება
198
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ქუთაისში, აფხაზეთის №5 და №6 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად სკოლების მასწავლებლებსა და დირექტორებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილეს სკოლებში არსებული ძირითადი გამოწვევები, მათ შორის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურული საჭიროებები და პედაგოგთა პროფესიული განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდა განათლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე.

გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის განათლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და სკოლების მხარდაჭერა, პედაგოგთა გაძლიერება და მოსწავლეებისთვის თანამედროვე სასწავლო პირობების შექმნა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები