
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება და ის ძირითადი გამოწვევები განიხილეს, რომლებსაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობასა და გადაადგილების თავისუფლების საკითხებს.
მხარეებმა სამომავლო აქტიური თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა გამოთქვეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს