Logo

გიორგი ჯინჭარაძე - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო "იმედს" და "პოსტივის“ იმ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ბრიტანეთმა მიიღო

პოლიტიკა
150
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ „იმედსა“ და „პოსტივის“ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ თემაზე გიორგი ჯინჭარაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„სოლიდარობა და მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ და ყველა თანამშრომელს იმ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო. ეს კიდევ ადასტურებს გარე აქტორების მიზანს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება“, - განაცხადა ჯინჭარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები