Logo

გიორგი ჯინჭარაძე - მისი უწმინდესობის წასვლით დასრულდა მთელი ეპოქა, თუმცა რჩება მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ

Frontnews image description

პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულს, რადგან აფხაზეთი მისთვის იყო სულის ნაწილი, უდიდესი პირადი ტკივილი და ამავდროულად, ურყევი იმედი, ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. წელს ეს საზეიმო თარიღი ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული თქვენგანისთვის, საყოველთაო მწუხარებითაა მოცული, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ქვეყანა გამოეთხოვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

სწორედ მისი განსაკუთრებული ძალისხმევითა და უდიდესი ავტორიტეტის შედეგად, წლების წინ, მივიღეთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისოდ აღიარება, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ხალხის სულიერი განმტკიცებისა და ერის გაერთიანების საქმეში.

დღეს, მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან 9 დღე გავიდა. პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულს, რადგან აფხაზეთი მისთვის იყო სულის ნაწილი, უდიდესი პირადი ტკივილი და ამავდროულად, ურყევი იმედი.

მისი უწმინდესობის წასვლით დასრულდა მთელი ეპოქა, თუმცა რჩება ყველაზე ღირებული - მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები