გიორგი ჯინჭარაძე - მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესში, ამ მიმართულებით გავააქტიურეთ რამდენიმე პროგრამა აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს მასშტაბით

ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესში, ამ მიმართულებით გავააქტიურეთ რამდენიმე პროგრამა აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს მასშტაბით. შევქმენით ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული ყველა ამ პროცესში, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში საუბრისას განაცხადა.
"ჩვენი უმთავრესი მიმართულება ასევე არის ახალგაზრდები, განათლება რადგან, ჩვენი მომავალი არის ახალგაზრდები და სწორედ ამ თაობამ უნდა შეუქმნას საქართველოს ერთიანი მომავალი. შესაბამისად განათლების კუთხით ჩვენ ავამოქმედეთ რამდენიმე სიახლე, ეს არის ჩვენი წარმატებული სტუდენტების სტიპენდიები, ასევე ბაკალავრიატის კუთხითაც და დოქტორანტურის კუთხითაც. დოქტორანტურის ფარგლებში გავცემთ ერთჯერად, მაგრამ სოლიდურ თანხას. 1500-2000 ლარის ფარგლებში. განათლების მიმართულებით გვაქვს რამდენიმე სახელობითი სტიპენდიები და ანაზღაურებადი სტაჟირებები, როდესაც მათ ვაძლევთ საშუალებას ჩვენს შემოქმედებით კოლექტივებში გაიარონ სტაჟირება და ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდრონ კონკურენტუნარიან გარემოში. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესში, ამ მიმართულებით გავააქტიურეთ რამდენიმე პროგრამა აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს მასშტაბით. შევქმენით ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული ყველა ამ პროცესში. მაგალითად ახალგაზრდები რომ იყვნენ ჩართული აფხაზეთის თემის პოპულარიზაციაში და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან საინტერესოა ყველა ის ბანაკი, ტრენინგი რომელსაც 2026 წელს ჩვენ ვთავაზობთ ბენეფიციარებს, ეს იქნება საერთაშორისო ბანაკი თუ ადგილობრივი ბანაკები, ახალგაზრდების გადამზადება პროფესიული მიმართულებით, სახალხო დიპლომატიის გაძლიერება და ვფიქრობთ რომ ნამდვილად კარგ შედეგს გამოიღებს აღნიშნული ღონისძიებები“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე




