Logo

გიორგი ჯინჭარაძე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ

პოლიტიკა
113
Frontnews image description

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები აფხაზეთის მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დედებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ქალბატონებს დღევანდელი დღე მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა და სამშობლოსთვის თავდადებული, ღირსეული მამულიშვილების და გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვა და მათი მუდმივი მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ვალდებულებაა, რისთვისაც გმირების დედებს ფინანსური მხარდაჭერა გაეწევათ.

„ჩვენ საზოგადოებას მინდა მივულოცო დედის დღე, განსაკუთრებულად კი ვულოცავ იმ დედებს, რომელთა შვილებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები