
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამგორის რაიონში, კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად, ჩასახლებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და დევნილ მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ასევე, ჩასახლებაში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ და დევნილებისგან საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025-2026 წლებში სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა. ჩატარდა კორპუსის გაზიფიცირება, ლიფტის განახლება, მოპირკეთდა ფასადები და გადაიხურა სახურავი.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს