Logo

გიორგი ჯინჭარაძე - წინა ხელისუფლების პერიოდში ეს ადამიანები ავტობუსებით, ძალადობრივად იქნენ გადაყვანილი ფოცხოეწერში

პოლიტიკა
247
გიორგი ჯინჭარაძე გადაცემაში "დღის ქრონიკა"
© Screenshot

გიორგი ჯინჭარაძე გადაცემაში "დღის ქრონიკა"

წინა ხელისუფლების პერიოდში, ძალადობრივად და მათი ნების საწინააღმდეგოდ ეს ადამიანები ავტობუსებით იქნენ გადაყვანილი ფოცხოეწერში და დღეს აგრძელებენ ამ მკაცრ პირობებში ცხოვრებას. შესაბამისად მათ მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულია. ჩვენი ინიციატივით გადავწყვიტეთ, რომ მათ მიმართ გამოვხატოთ დახმარება, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ და  ყოველთვის ეს ოჯახები იქნებიან განსაკუთრებული მზრუნველობის ობიექტები.

ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა 200-მდე შეჭირვებულ, დევნილ ოჯახს  საქართველოს მასშტაბით და ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით 2000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა წინასაახალწლოდ ნობათი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები