Logo

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა

საზოგადოება
172
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის საჯარო სკოლების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით პლანშეტური კომპიუტერები გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარე მოსწავლეებს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად აფხაზეთის მთავრობაში შეხვდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და განათლების ხელშეწყობასა და სხვადასხვა ინიციატივებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრა.

"ჩვენ შევხვდით აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ და არიან წარმატებულები. ჩვენ გვინდოდა, რომ წინასაახალწლოდ გაგვეკეთებინა საჩუქრები, შესაბამისად გადავეცით პლანშეტები. ამით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი თანადგომა, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრას აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, კომპიუტერული ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთის საჯარო სკოლების 15 წარმატებულ მოსწავლეს გადაეცა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები