გიორგი ხელაშვილი – 72 პოლიტიკოსის წერილი არც სამართლებრივად გამართული დოკუმენტია და არც პოლიტიკურად აქვს წონა

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, 72 პოლიტიკოსის წერილს ძირითადად ხელს აწერენ ლიეტუვის სეიმის დეპუტატები, რომელთა მობილიზაცია მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა ჟიგიმანტას პავილიონისმა განახორციელა.
“ეჭვი მეპარება, რომ ამ წერილმა მიზანს მიაღწიოს, რადგან ის არც სამართლებრივად გამართული დოკუმენტია და არც პოლიტიკურად აქვს ის წონა, რომ საქართველო ევროკავშირისგან რაიმე სერიოზულ წნეხს მოელოდეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ხელმომწერებში ჭარბობენ ლიეტუვის სეიმის დეპუტატები, რომელთა ორგანიზებაც მოახერხა სააკაშვილის პირადმა მეგობარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა. ასევე, იქაა ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი, რომელთაგანაც, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოსთან კავშირში არ არის. ყველაზე უფრო უცნაურია ხელმომწერთა შორის რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის აღმოჩენა. გაუგებარია, რატომ გააკეთეს მათ ეს. ერთი ახსნა შეიძლება იყოს, რომ მათ, ასე ვთქვათ, გააბევრეს ხელმომწერების რაოდენობა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს მიმართავენ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


