
ავტორი
Front News საქართველო
არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში. მეტიც, ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურად ყველა მთავრობისთვის წამგებიანია, პირდაპირი პოლიტიკური დარტყმაა ნებისმიერი ხალხისთვის, როდესაც მათი მოქალაქეები იღუპებიან საზღვარგარეთ – ამის შესახებ ტვ „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია.
“რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნების პოზიციას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ვისაც შეუძლია, განსაკუთრებით ნატო-ს ქვეყნებს, რომლებსაც ამერიკის ბირთვული ქოლგა იფარავს, ისინი აქტიურად ეხმარებიან უკრაინას შეიარაღებით, მაგრამ თუ დააკვირდებით, არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში. მეტიც, ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურად ყველა მთავრობისთვის წამგებიანია, პირდაპირი პოლიტიკური დარტყმაა ნებისმიერი ხალხისთვის, როდესაც მათი მოქალაქეები იღუპებიან საზღვარგარეთ, ამიტომ, არც ერთი მთავრობა ამას არ აკეთებს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, შეიძლება ითქვას, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია“ – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
თაგები:
გიორგი ხელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს