გიორგი ხელაშვილი – ქართული ოპოზიცია არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს არა მარტო ფაქტების, არამედ განცხადებებისაც


ავტორი
Front News საქართველო
“როდესაც სანქციებზე, ან სასჯელზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა არის პირველი, ვინც დასჯის იმათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა”- ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.
“გუშინდელი დისკუსია საქართველოში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე არის ნაწილი იმ ტრადიციისა, რასაც ქართული ოპოზიცია ყოველთვის მიმართავს, როდესაც არასწორ ინტერპრეტირებას ახდენენ არა მარტო ფაქტების, არამედ განცხადებებისაც.
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან თქვა, რომ ყველა ვინც არის დამნაშავე ძალადობაზე, უნდა დაისაჯოს. როდესაც სანქციებზე, ან სასჯელზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა არის პირველი, ვინც დასჯის იმათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ისინი უკვე დაკავებული არიან, მე ვვარაუდობ, რომ კიდევ სხვებიც იქნებიან დაკავებულნი და დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით. შესაბამისად, არანაირ სანაქიცებზე საუბარი ამ ადამიანების მიმართ ამერიკის მხრიდან ბუნებრივია, აღარ იქნება, რადგან ისინი დასჯილები იქნებიან საქართველოს კანონმდებლობით”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
თაგები:
