
ავტორი
Front News საქართველო
“შავი სიის“ შედგენა ჩვეულებრივი შანტაჟისა და დაშინების მცდელობაა, პოლიტიკური ხერხი, რომელიც, რა თქმა უნდა, ეკუთვნის 1990-იან და 2000-იან წლებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფოსა და პოლიტიკის წესებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. შავი სიის ინიციატორს ყველაფერი „ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდება“.
“სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდები, უკვე დიდი ხანია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საზღვარგარეთ უკვე ყველაფერი გარკვეულია ამ პარტიისა და მისი სხვადასხვა ნაწილის შესახებ. უკვე ქართველმა ხალხმაც ძალიან კარგად დაინახა, თუ ვისთან აქვს საქმე. ასე რომ, ეს „შავი სია“ მათ სახეს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს და არანაირი პოლიტიკური, მით უმეტეს, სამართლებრივი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
თაგები:
გიორგი ხელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს