
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება თითიდან გამოწოვილი თემაა. არსებობს გარკვეული პრაქტიკული დაბრკოლებები, რომელიც მას ხვდება, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა, ვინაიდან თუ ვინმე ევროკავშირში ამ პირობებით, ამ გზით მიდის და ამას მოითხოვს, პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს, არ არის სწორი და ყველანაირი ზნეობრივი ნორმის დარღვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის და მის მიერ შექმნილი პარტიის ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ყველანაირი დადებითი და წინ გადადგმული ნაბიჯის მიღწევა.
“რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან სანქციების ასე დაჟინებით მოთხოვნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე გარეთ, ეს ემსახურება ისევ და ისევ იმ მიზანს, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე და შემდეგ გამოყენებულ იქნას არეულობის მოსაწყობად, რაც ჩვეულებრივი ხელწერაა „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალების“ – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
თაგები:
გიორგი ხელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს