Logo

გიორგი კირთაძე - ყველა გამარჯვების გაუფასურება იქნება ახლა არჩევნებში შესვლა

პოლიტიკა
279
Frontnews image description

ყველა გამარჯვების გაუფასურება იქნება ახლა არჩევნებში შესვლა. ეს არის ტყუილი და ტყუილში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თავიდანვე განწირული ხარ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს, როცა არანაირი მუხრუჭი აღარ აქვს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, როცა არჩევნებზე დაკვირვებაც აკრძალულია, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლებელია.

"მაშინაც კი, როცა ამ მასშტაბის ვაბანკზე არ იყო წასული ივანიშვილი, ვერ შევძელით არჩევნებში გამარჯვება. როცა კობახიძე ჩამოვიდა ბათუმში და დასრულებულ არჩევნებზე თქვა, რომ ის შეცვლიდა შედეგს, მან ეს შეძლო კრიმინალური მეთოდებით. დღეს, როცა არანაირი მუხრუჭი აღარ აქვს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, როცა არჩევნებზე დაკვირვებასაც გვიკრძალავს, როცა საარჩევნო სისტემა შეგვიცვალა, როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს იჭერს, მაშინ როცა ახლა ქართველი ხალხისკენაა დასავლური ცივილიზაცია, როგორ შეიძლება ამ ე.წ. არჩევნებში შეხვიდე?! ამ ტყუილში როგორ შეიძლება მონაწილეობა?! ამ ტყუილში მონაწილეობა მინიმუმ, გააუფერულებს ყველა იმ წარმატებას, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში მივაღწიეთ და რაზეც ცოტას ვსაუბრობთ. დიდი გამარჯვებაა ის, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს რეჟიმად აღიქვამს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, რაც 2020-ში ვერ შევძელით.

ის, რომ ხელს არავინ ართმევს რეჟიმის წარმომადგენლებს, ეს ხომ არის დიდი გამარჯვება და ამისი გაგრძელებაა რეჟიმის წარმომადგენელთა მასშტაბური სანქცირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომელიც მათ ძალიან აწუხებთ. ამ ყველა გამარჯვების გაუფასურება იქნება ახლა არჩევნებში შესვლა. ვერც მოვიგებთ, წარმოუდგენელია. ეს არის ტყუილი და ტყუილში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თავიდანვე განწირული ხარ",  - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

Advertisement