Logo

გიორგი კონდახიშვილი - ნიკა მელიასთან მიმართებაში საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება

სამართალი
116
Frontnews image description

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა უნდა წარვადგინოთ შესავალი სიტყვები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ნიკა მელია აღნიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიასთან მიმართებაში არ არის არცერთი მტკიცებულება და საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა უნდა წარვადგინოთ შესავალი სიტყვები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ნიკა მელია აღნიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება. 

რა შეიძლება ითქვას დღევანდელ სასამართლო პროცესზე - კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გამოყენებული იყოს კონკრეტულად სისხლის სამართლის ინსტრუმენტები პოლიტიკოსების წინააღმდეგ. სრული ოპოზიციურ სპექტრს ასამართლებენ მოგონილი, აბსურდული ბრალდებებით - ე.წ. საბოტაჟის მუხლით.

ნიკა მელიასთან მიმართებაში საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, თუ არ ჩავთვლით იმ ე.წ. მტკიცებულებებს, სადაც რამდენიმე პოლიციელი  ადასტურებს იმას, რომ ნიკა მონაწილეობდა აქციებზე, როგორც პოლიტიკური ლიდერი", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული. მათ წინააღმდეგ გამოძიება საბოტაჟის მუხლითაა დაწყებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები