გიორგი კონდახიშვილი - პენიტენციურმა დაწესებულებამ მიმართა რუსთავის სასამართლოს, რათა რამდენიმე განაჩენიდან საბოლოო სასჯელი დაფიქსირდეს

ავტორი
Front News საქართველო
პენიტენციურმა დაწესებულებამ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რათა რამდენიმე განაჩენიდან საბოლოო სასჯელი დაფიქსირდეს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარალელურად, აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები არ არსებობს.
“პენიტენციურმა დაწესებულებამ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რათა რამდენიმე განაჩენიდან საბოლოო სასჯელი დაფიქსირდეს. აღნიშნულზე გადაწყვეტილება, რის შემდეგაც სასჯელი განსაზღვრება, თუ რა არის მოხდილი და რა არის მოსახდელი, საბოლოო ჯამში კი, თბილისი საქალაქო სასამართლოს გადმოეგზავნება, რის შემდეგაც ჩვენ გავაგრძელებთ საქმის განხილვას ნიკა მელიას საქმეზე.
ასევე, ჩვენ უდავოდ ვცანით მტკიცებულებები, ვინაიდან, საქმეში არის ჯერ, ერთი მხრივ, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენს შეურაცხმყოფელი სიტყვების ადრესატს და მეორე - არის სასამართლოს რამდენიმე თანამშრომლის ჩვენება, ამიტომაც, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აღნიშნული მტკიცებულებები დეტალურად გამოგვეკვლია“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ნიკა მელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
გიორგი კონდახიშვილი




