Logo

გიორგი ლოლაძე - ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ 4 წელი გავიდოდა და ფრონტის ხაზი ისევ შენარჩუნებული ექნებოდა უკრაინას

უკრაინა
207
Frontnews image description

ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა იმას, რომ 4 წელი გავიდოდა და ფრონტის ხაზი ისევ შენარჩუნებული ექნებოდა უკრაინას, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პერიოდში უკრაინამ ტერიტორიების დეოკუპაციაც შეძლო.

"ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა იმას, რომ 4 წელი გავიდოდა და ფრონტის ხაზი ისევ შენარჩუნებული ექნებოდა უკრაინას და არა თუ შენარჩუნებული, არამედ ექნებოდა რამდენიმე მსხვილი ქალაქის და ოლქის დეოკუპაცია მოხდა ამ პერიოდში და ფაქტია, რომ ერთი მხრივ, უკრაინელი ხალხის გაუტეხელობის და იმის გამო, რომ ხელისუფლება არ გაიქცა კიევიდან ომის პირველივე დღეებში, რასაც მას დასავლელი პარტნიორები სთავაზობდნენ და მეორე მხრივ, შემდგომში უკვე ამერიკის და ევროპის მიერ მზარდი მხარდაჭერის გამო და ასევე, უკრაინელების მიერ შიგნით უკვე სამხედრო წარმოების განვითარების გამო მოხერხდა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენა", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ. 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები