გიორგი მარგველაშვილი – მაქვს კონკრეტული არჩევანი – კალაძე და მელია, მე შემოვხაზავ ოპოზიციას

ავტორი
Front News საქართველო
ყველა იმ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, რომელმაც კონკრეტულ პარტიას მისცა ხმა, მაგრამ მათი წარმომადგენელი მეორე ტურში ვერ გავიდა, ძალიან მარტივად და გულწრფელად მინდა, ვუთხრა, რომ აუცილებლად უნდა წახვიდეთ არჩევნებზე და ხმა მისცეთ ოპოზიციას, არა იმიტომ, რომ თქვენ ის მაინცდამაინც მოგწონთ, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციის არჩევით თქვენ გააჩერებთ თავხედობას, თვითნებობას, ქურდბაცაცობას, პარვას, სახელმწიფოს მიტაცებას, რომელიც არ ჩერდება სხვანაირად, თუ იმ პოლიტიკურ სისტემაში არ არის ძლიერი ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თავად ოპოზიციას შემოხაზავს.
“მაქვს კონკრეტული არჩევანი – კალაძე და მელია, მე შემოვხაზავ ოპოზიციას. რთულია ჩემთვის ჩემი ბიოგრაფიით შემოვხაზო ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც დაპირისპირებული ვარ 2003 წლიდან, მაგრამ მე იმ პოლიტიკურ ძალას არ ვხაზავ, მე ვხაზავ ოპოზიციას.
მე შემოვხაზავ ოპოზიციას, იმიტომ, რომ მე ვიცი, დღევანდელ რეალობაში იმ მითვისებას, იმ ქურდობას, იმ თაღლითობას, იმ თავზეხელაღებულ გარყვნილებას, რომელიც ტრიალებს ხელისუფლებაში და რომელსაც აღარავინ აჩერებს, პირიქით, უბიძგებენ, მიდით, ჭამეთ მეტი ეს ხალხის ფული, რამდენიც შეგიძლიათ, ამას ვერ გავაჩერებ მე, თუ არ გავაძლიერე ოპოზიცია. დღეს ერთად, ხვალ ცალ-ცალკე – ასეთი ფორმულით ვუყურებ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


