გიორგი მარგველაშვილი – სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, მისი გასამართლების მორალური უფლება ამ ხელისუფლებას არ გააჩნია

ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, მისი გასამართლების მორალური უფლება ამ ხელისუფლებას არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ეს ქვეყნისათვისაა ცუდი.
“მესამე პრეზიდენტი ზის ციხეში და მის წინაშეც სიკვდილ-სიცოცხლის საქმე დგას, ის შიმშილობს, ამას გვერდიდან რომ შევხედოთ, პათეთიკის და გართულების გარეშე, ჩვენ ურთულეს პოლიტილურ ბოოგრაფიას ვწერთ ჩვენი ქვეყნისას. სააკაშვილის ციხეში არ უნდა იჯდეს, ეს არის საქართველოსთის ძალიან ცუდი, მისი გასამართლების მორალური უფლება ამ ხელისუფლებას არ გააჩნია. ამ ხელისუფლებიოს პირობებში ის არის პოლიტიკური ნიშნით ჩასმული, იმიტომ რომ ეს არის ავტორიტარული ხელისუფლება”, – განაცხადა მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
მისი თქმით, კომიკური იქნება, რომ ლევან მურუსიძეს სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაასამართლებს. მარგველაშვილის თქმით, ეს იქნება იურისპრუდენციიის ისტორიაში ყველაზე კომიკური საქმე.
კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა თვითონ სალომე ზურაბიშვილის ადგილზე, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გამართავდა კონსულტაციებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
მარგველაშვილის თქმით, ციხეში ჩასმული სააკაშვილი ამ ხელისუფლებისათვის უფრო საშიშია და მესამე პრეზიდენტის ავტორიტები კიდევ უფრო იზრდება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


