გიორგი მათიაშვილი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილეს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილეს, პოლკოვნიკ მარკ ლაროშს უმასპინძლა.
გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპულ სარდლობას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა გაერთიანებულ კომბინირებულ გაცვლით სწავლებაზე (JCET) და მასში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის ჩართულობაზე. როგორც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის აშშ-ის ევროპის სარდლობასთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით საქართველო მზადაა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
საუბარი შეეხო ასევე, ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებს, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარების საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა პოლკოვნიკ მარკ ლაროშს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში ამერიკული მხარის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს