Logo

გიორგი მელაშვილი - ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით

პოლიტიკა
166
Frontnews image description

ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს სხვადასხვა პუნქტების შემუშავება შეუძლია.

"ევროპარლამენტის რეზოლუციამ ევროკავშირში შექმნა გარკვეული ტენდენცია, მან ჩამოაყალიბა ნარატივი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება გაჰყვება, ეს იქნება გამაფრთხილებელი "ქართული ოცნებისადმი" და უკვე ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზეა საუბარი, ერთია - ასოცირების შეთანხმება, მისი ძირითადი პუნქტების განხილვა, მეორე - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მესამე - ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს უკვე გაჟღერდა "სვიფტიდან" საქართველოს გაძევების შესაძლებლობა. ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა ამ პუნქტის აღსრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

ევროკავშირი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მექანიზმებზე იმსჯელებს. საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.

Advertisement