გიორგი მელაშვილი – ისევ მოხდება იმის ხაზგასმა, რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია არის შეუძლებელი

ავტორი
Front News საქართველო
ევროპულმა საბჭომ წინა შეკრებაზე ძალიან ნათლად გვითხრა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული, – ამის შესახებ ქართულ-ევროპული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას“ საქართველოში სურს ავტორიტარული, რუსული ტიპის მმართველობის დამკვიდრება.
“ევროპულმა საბჭომ წინა შეკრებაზე ძალიან ნათლად გვითხრა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და ისევ მოხდება იმის ხაზგასმა, რომ “ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია არის შეუძლებელი, რადგან ეს პარტია თავისი არსით, თავისი ბუნებით არის ანტიდასავლური, ეს არის პარტია, რომელსაც არ ესმის, როგორ მუშაობს დემოკრატია და ეს არის პარტია, რომელსაც საქართველოში სურს ავტორიტარული, რუსული ტიპის მმართველობის დამკვიდრება“, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. განხილვა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, სადაც მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. განსახილველ საკითხებს შორის ყველა ის პრობლემატური თემა მოხვდება, რამაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
თაგები:
გიორგი მელაშვილი




