Logo

გიორგი მელაშვილი – რადგან მასპინძელი არის უნგრეთი, უნგრეთმა დაპატიჟა საკუთარი მოკავშირე

პოლიტიკა
796
Frontnews image description

კამათი იყო იმის შესახებ, თუ, ვინ წავიდოდა საქართველოდან. ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებს დიდად არ ეხატებოდათ გულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, –  ამის შესახებ ქართულ-ევროპული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოცემულობაში, საქართველოს მოკავშირე და მეგობარი არის ირანი, ვენესუელა და უნგრეთი.

“კამათი იყო იმის შესახებ, თუ, ვინ წავიდოდა საქართველოდან. ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებს დიდად არ ეხატებოდათ გულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვისთანაც ყველანაირი ურთიერთობა ქვეყნების დიდ ნაწილს გაწყვეტილი აქვს, მაგრამ, რადგან მასპინძელი არის უნგრეთი, უნგრეთმა დაპატიჟა საკუთარი მოკავშირე და ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელ მოცემულობაში, საქართველოს მოკავშირე და მეგობარი არის ირანი, ვენესუელა და უნგრეთი, რომელთაც ყველას გააჩნია ავტორიტარული ტენდენციები“, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. ბუდაპეშტში დაგეგმილ მე-5 სამიტზე, ძირითადი განსახილველი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები