გიორგი ქუფარაშვილი – კეთილი უნდა ინებონ და თავის ქვეყანაში დაასრულონ ეს დიქტატურა და იმპერიალიზმი


ავტორი
Front News საქართველო
მათ თავის სახელმწიფოს არ გაუწიეს წინააღმდეგობა და ფაქტობრივად მხარი დაუჭირეს პუტინის მოქმედებებს, კეთილი უნდა ინებონ და თავი ქვეყანაში დაასრულონ ეს დიქტატურა და იმპერიალიზმი, – ამის შესახებ “აზოვის“ პოლკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ქუფარაშვილმა მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მობილიზაციით რუსეთმა აღიარა, რომ წინააღმდეგობას ვერ უწევს უკრაინის კონტრშეტევას.
“ბრძოლა გრძელდება, კონტრშეტევები მიდის. რუსეთმა უკვე ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი სამხედრო გეგმები ოკუპაციასა და ანექსიასთან დაკავშირებით ჩაიშალა. ის ვეღარ უწევს წინააღმდეგობას უკრაინულ სახმელეთო ჯარს, ამიტომ ჭირდება მობილიზაცია. მობილიზაცია ასე ადვილად ვერ ხდება. ამას ჭირდება მომზადება, თუმცა ჩვენ ვხდებით, რომ მოუმზადებლებსაც გადმოყრიან. რუსეთი ასე იყო ისტორიულად, მაინცდამაინც არ განიცდიდა თავისი ხალხის სიცოცხლეს“, – განაცხადა ქუფარაშვილმა.
მისი თქმით, მობილიზაციას გამოქცეული ადამიანები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არ უნდა შეუშვან, რადგან მათ თავისი ქვეყნის ხელისუფლებას წინააღმდეგობა არ გაუწიეს.
“გარბიან სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ მოქალაქეებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მათ შორის საქართველოში შემოსვლის. მათ თავის სახელმწიფოს არ გაუწიეს წინააღმდეგობა, როცა მათ დაიწყეს ანექსია გინდ საქართველოს, გინდ უკრაინის წინააღმდეგ. დუმილი თანხმობის ნიშანი იყო, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირეს პუტინის მოქმედებებს. კეთილი უნდა ინებონ და თავის ქვეყანაში დაასრულონ ეს დიქტატურა და იმპერიალიზმი“, – განაცხადა ქუფარაშვილმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს