გიორგი რუხაძე - თუკი სანქციები მასობრივად საშუალო რგოლზე გატარდება, ხელისუფლებას მოუწევს, დიდი რაოდენობით ადამიანების გაშვება, რაც სიმყარეს მოურყევს რეჟიმს


ავტორი
Front News საქართველო
თუკი სანქციები მასობრივად საშუალო რგოლზე გატარდება, ხელისუფლებას მოუწევს, საშუალო რგოლიდან დიდი რაოდენობით ადამიანების გაშვება, - ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” თანადამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სიმყარეს მოურყევს რეჟიმს და მის ვერტიკალს.
"ამ შემთხვევაში კონსენსუსის მიღწევა უფრო მარტივი იქნება, შეიძლება უნგრეთი ან სლოვაკეთი არ დათანხმდეს ივანიშვილის სანქცირებას, მაგრამ დათანხმდეს მოსამართლეების სანქცირებას და მეორე - ევროკავშირში კარგად გაიაზრეს, რომ მარტო ზედა ეშელონების დასანქცირება არ შველის საქმეს და შესაბამისად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად ის შემსრულებლები დასანქცირდნენ, რომლის ხელითაც რეჟიმი რეპრესიების გატარებას ცდილობს.
თუკი ეს მასობრივად საშუალო რგოლზე გატარდება, ხელისუფლებას მოუწევს, საშუალო რგოლიდან დიდი რაოდენობით ადამიანების გაშვება, რაც სიმყარეს მოურყევს რეჟიმს და მის ვერტიკალს", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი მოსამართლეების სანქცირებაზე მუშაობს.
თაგები:
გიორგი რუხაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს