Logo

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” “ტოფასი” დაამარცხა

სპორტი
176
Frontnews image description

კალათბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრის გიორგი შერმადინის “ტენერიფე” თურქულ “ტოფასს” დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 81:64 დაამარცხა.

შეხვედრას ბურსაში “ტოფას სპორ სალუნუმ” უმასპინძლა.

მატჩი ესპანური “ტენერიფეს” აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, რის შედეგადაც პირველი ტაიმი საგრძნობი უპირატესობით მოიგეს კიდეც.

მესამე მეოთხედის ბოლოს თურქებმა მოახერხეს უპირატესობის შემცირება და მეტოქეს მხოლოდ ხუთი ბურთით ჩამორჩებოდნენ.

ბოლო მეოთხედში “ტენერიფემ” კვლავ შეძლო კომფორტული ანგარიშით  გაქცევა და საბოლოოდ შეხვედრა 17-ქულიანი უპირატესობით დაასრულა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე არასრული 23 წუთი გაატარა. ამ დროში მან 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა დააგროვა.

გიორგი შერმადინის “ტენერიფე” D ჯგუფში ასპარეზობს და დღეის მდგომარეობით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მას 3/3 მოგება აქვს. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ის მეორე ადგილზეა.

გუნდები მე-4 ტურში საპასუხო შეხვედრას 12 ნოემბერს გამართავენ. ამჯერად მატჩს ესპანეთი, პაბელომ ინსულარ სანტიაგო მარტინის სახელობის მოედანი უმასპინძლებს.

Advertisement