
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, ყველა რეზოლუცია სიყალბით სავსე ფარატინა ქაღალდად არის ქცეული, ხოლო, ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრს "გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი" ეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა, მათ ისტორიაშიც რთულად ჰქონიათ საქმე, ვინაიდან, არც აქამდე დაუშლიათ ვინმესთვის საარქივო ფონდებში არსებული მასალის კვლევა.
"ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო…აქამდე ვის ჰქონდა ჩაგმანული არქივები, აქამდე ვისთვის დაუშლიათ საბჭოთა წარსულის შესახებ საარქივო ფონდებში არსებული დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე. არ გჯერათ ქალბატონო რასა? სხვა რა გჯერათ? სამყაროს დაქცევას აბრალებთ ქართველებს. გვემუქრებით, ყველა რეზოლუცია სიყალბით სავსე ფარატინა ქაღალდად აქციეთ. აგერ, თუ არ იყო წვდომა საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე. 13 წლის წინ 600-გვერდიანი საარქივო დოკუმენტების კრებული გამოვეცი, სადაც ბოლშევიკების მიერ ქართული სამოციქულო ეკლესიის აოხრებაზეა საუბარი. სიმართლე გითხრათ, ჩვენი დედა ეკლესია არც თქვენ გეხატებათ გულზე, მაგრამ ეგ თქვენი პრობლემაა. ისე გინდათ წარმოაჩინოთ, თითქოს საბჭოთა პერიოდზე საარქივო მასალები ცხრაკლიტულში გვაქვს და სამყაროს ვუმალავთ. არადა, ეს მასალები, წლებია, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ უცხოელ მკითხველსაც მიეწოდება მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების მეშვეობით. აგერ, ბატონო ლინკები, ინგლისურ ენაზეა, წაიკითხეთ, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ", - წერს გიორგი სოსიაშვილი Facebook-ზე.
თაგები:
გიორგი სოსიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს