Logo

გიორგი სვანიძემ დიდთოვლობის პერიოდში მოქალაქეთა დახმარებისთვის განსაკუთრებული ჩართულობისთვის საკრებულოს წევრებს მადლობის სიგელები გადასცა

რეგიონები
474
Frontnews image description

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ დიდთოვლობის პერიოდში მოქალაქეთა დახმარებისთვის განსაკუთრებული ჩართულობისთვის მადლობის სიგელები გადასცა საკრებულოს წევრებს - კაზრეთის თემის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად ჯაყელს და საკრებულოს წევრს ირაკლი კოდელაშვილს.

"რთულ დროს ადამიანების გვერდით დგომა არის ის, რაც ნამდვილ თვითმმართველობას ქმნის. ასეთი ჩართულობა გვაძლიერებს და სხვებისთვისაც კარგი მაგალითია“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

მადლობის სიგელების გადაცემით ხაზგასმულია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა საჭიროებების მიმართ მაღალ პასუხისმგებლობას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები