
ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილს შეუძლია თავი გაასაღოს პუტინის, შაჰ-აბასის, მურვან ყრუს ან თემურ ლენგის პატიმრად, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
“კაპიტულაცია მე მახსოვს 2008 წელს. ეს იყო კაპიტულაცია, ჰალსტუხის მჭამელი, მფორთხავი სარდლის მიერ გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული იმიტომ, რომ იგი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს, ჩაგრავდა ადამიანებს, არბევდა მიტინგებს. ბინძური ტრაილერით რომ იმოგზაურებ და შემოხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც შენ მართავდი ავად თუ კარგად, ეს ძალიან კარგად მეტყველებს შენს მორალურ სახეზე და იმაზე, თუ რა გინდოდა შენ ამ ქვეყნისგან, შესაბამისად, ეს ადამიანი მიიღებს იმას რაც უნდა მიიღოს, როგორც დამნაშავემ და კრიმინალმა. მას შეუძლია საკუთარი თავი გაასაღოს პუტინის პატიმრად, ან შაჰ-აბასის პატიმრად, თემურ ლენგის ან მურვან ყრუს”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს