გიორგი ტუმასიანი - არ არის გამორიცხული გარკვეული პროვოკაციები, რადგან ოპოზიცია პროცესების ქუჩაში გადმოტანას ცდილობს

ავტორი
Front News საქართველო
გამოწვევები ძალიან სერიოზულია, არ არის გამორიცხული გარკვეული პროვოკაციები, რადგან ოპოზიცია პროცესების ქუჩაში გადმოტანას ცდილობს, სერიოზულ გამოწვევად კი რუსეთის სამხედრო ბაზები რჩება და სომხეთი ითვალისწინებს, რომ რეგიონში არსებობს ფართო საფრთხეები, - ამის შესახებ ინიციატივა "ჯერ საქართველოს" წევრმა გიორგი ტუმასიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია გააგრძელოს ეკონომიკური ემბარგო, ასევე, შეუძლია გაზის მომარაგების შეჩერება და კიდევ უფრო მეტი შეზღუდვის დაწესება.
"ქვეყნის შიგნით ეს პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ აიღო, აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის გამარჯვება, თუმცა აშკარაა, რომ პრორუსულმა პარტიებმა შეძლეს რუსული ჰიბრიდული მექანიზმების საშუალებით, რუსეთის ღია, დაუფარავი ზეწოლისა და ჩარევის შედეგად, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაშინება - პუტინი იმუქრებოდა უკრაინული სცენარით. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ეს არის გამარჯვება, თუმცა ეს არის გამომაფხიზლებელი გამარჯვება, მათ შორის მმართველი ძალისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვისაც.
რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს და პრორუსული ხელისუფლება ვერ დააბრუნა სომხეთში, მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანის კონკურენტმა პრორუსმა ორჯერ მეტი ფული ჩადო წინასაარჩევნოდ.
გამოწვევები ძალიან სერიოზულია, რუსეთს შეუძლია გააგრძელოს ეკონომიკური ებარგო, ასევე, შეუძლია გაზის მომარაგების შეჩერება და კიდევ უფრო მეტი შეზღუდვების დაწესება, რაც ასე თუ ისე, სომხეთზე იმოქმედებს უარყოფითად. სომხეთში გაზის მომარაგების 85% მოდის რუსეთიდან ამ მომენტისთვის, ასევე, არ არის გამორიცხული გარკვეული პროვოკაციები, რადგან ოპოზიცია პროცესების ქუჩაში გადმოტანას ცდილობს, სერიოზულ გამოწვევად კი რუსეთის სამხედრო ბაზები რჩება და სომხეთი ითვალისწინებს, რომ რეგიონში არსებობს ფართო საფრთხეები", - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.
7 ივნისს სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა.
თაგები:
გიორგი ტუმასიანი




