Logo

გიორგი ვაშაძე - ამ საქმეს სამართალთან, სამართლიანობასთან, კანონთან საერთო არაფერი აქვს

პოლიტიკა
79
Frontnews image description

შინაარსი ამ საქმეს არ აქვს, შინაარსი ამ საქმეს არ აქვს. ამ საქმეს სამართალთან, სამართლიანობასთან, კანონთან საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ოპოზიციას ქვეყნის სასიკეთო ბრძოლისთვის სჯის.

"ამ საქმეს სამართალთან, სამართლიანობასთან, კანონთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ ქვეყნის კეთილდღეობისთვის რომ ვიბრძვით, ამის საფასური დაგვიწესა "ქართულმა ოცნებამ", ეს არის მთელი ამბავი.

სხვათა შორის, საქმეში საერთოდ არ ვარ ნახსენები, მაგრამ რას მითვლიან დანაშაულად? იმას, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვი, რომ არ ვჩუმდებით და არ ვჩერდებით, დანაშაულად გვითვლიან იმას, რომ მინდა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს აბსოლუტურად ყველამ. 

შინაარსი ამ საქმეს არ აქვს, რაც არ უნდა ეძებოთ ამ ფურცლებში, შინაარსი არ აქვს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები