Logo

გიორგი ვაშაძე - ჩვენ გვინდა აქტიური მასობრივი შეკრებები მეთაურებით

პოლიტიკა
191
Frontnews image description

ჩვენ გვინდა აქტიური მასობრივი შეკრებები მეთაურებით. დეკემბერს თუ დავაკვირდებით, იყო დიდი გამოსვლები, მაგრამ ვერ შედგა სამეთაურო პუნქტი, რომელიც მისცემდა მიმართულებას, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამისთვის იყო საჭირო ერთიანი სია.

"ჩვენ გვინდა აქტიური მასობრივი შეკრებები მეთაურებით. დეკემბერს თუ დავაკვირდებით, იყო დიდი გამოსვლები, მაგრამ ვერ შედგა სამეთაურო პუნქტი, რომელიც მისცემდა მიმართულებას. ჩვენ ამიტომ ვიყავით მომხრე ერთიანი სიის იმიტომ, რომ სამეთაურო პუნტქი უნდა ჩამოყალიბებულიყო არჩევნების პერიოდში. ეს ვერ მოხერხდა.

არ გვინდა პოლიტიკოსებიდან, იმედი გვაქვს, გადავალთ - დიახ, გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებმაც დიდ, აზვირთებულ ენერგიას უნდა მისცენ თავისი გზა.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს,  ეს არ არის არჩევნები, არ არის აქ ნების გამოხატვა, არ არის კრიტერიუმი, რაც უნდა ახასიათებდეს არჩევნებს, არის ტოტალური კონტროლი კომისიებში, არ არის დამკვირვებელი - ამიტომ, მე ამას არჩევნებს ვერ დავარქმევთ. ჩვენ ვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით. 

აქვთ ორი ალტერნატივა - ან ჩვენი წესებით ინიშნება არჩევნები, ან არა და გაცილებით მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.  მთავარია, ვართ თუ არა ჩვენ ერთიანები, კომპრომისზე არ წავიდეთ. ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენკენ არის ის, რომ თუ ვინმეს სიტყვა ეთქმის, ყველა არის სწორ მხარეს. ახლა ჩვენ გვინდა ძალების აკუმულირება და ერთიანი დიდი შეტევა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement