Logo

გიორგი ვაშაძე - ჩვენ შემდეგი ნაბიჯებიც ნაფიქრი გვაქვს, რა როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ

პოლიტიკა
123
Frontnews image description

მიზანი არის, რომ აქციაზე შეკრებილებისგან ოპოზიციის ალიანსმა მიიღოს მანდატი იმისათვის, რომ ჩვენ ბრძოლა კიდევ უფრო გავაფართოოთ, მეორე მიზანია, რომ საქართველო გამოვაფხიზლოთ - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე მიზანია - საერთაშორისო ყურადღებაც მოვიპყროთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ოპოზიციის ალიანსის პირველი შეკრება და არ არის ბოლო, რადგან ალიანსს სხვა სახის გეგმებიც აქვს.

"ჩვენ ვაჩვენებთ განსხვავებას - ჩვენ შეგვიძლია ხალხში ვიდგეთ, არც დაცვა გვჭირდება და არც არაფერი. დღეს მე ერთ რამეს ვგრძნობ, საზოგადოებაში სულ უფრო მეტია იმის სურვილი, რომ ცვლილებები მოხდეს ქვეყანაში, ამიტომ, ვეუბნები ყველას, მოდით 26 მაისს. ძალიან ბევრი ხალხი მოდის და ყველას გეუბნებით, ძალიან გთხოვთ, ნუ დაიზარებთ, მოდით. თბილისის 80%-ს უნდა ცვლილება. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ჩვენ არ ვამბობთ, რომ 26 მაისს დასრულდება ხელისუფლება, ჩვენ გვინდა ხალხის მანდატი, ეს არის ოპოზიციის ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია და გვაქვს საკმაოდ კარგი ინიციატივები, რაც აქამდე თქვენ არ გინახავთ აქციაზე.

მშვიდობიანი იქნება, ხაზს ვუსვამ. მსვლელობა უნივერსიტეტიდან იქნება, მივალთ პარლამენტის წინ და იქ იქნება გარკვეული კომპონენტები, სადაც დაინახავს საზოგადოება, რომ ეს არის განსხვავებული მიდგომა, ვიდრე აქამდე აქციებზე იყო ხოლმე. რა იქნება განსხვავებული, წინასწარ არ მინდა, მოვყვე. იქნება რამდენიმე განსხვავებული ინიციატივა და შინაარსი.

მიზანი არის, რომ აქციაზე შეკრებილებისგან ოპოზიციის ალიანსმა მიიღოს მანდატი იმისათვის, რომ ჩვენ ბრძოლა კიდევ უფრო გავაფართოოთ, მეორე მიზანია, რომ საქართველო გამოვაფხიზლოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე მიზანია საერთაშორისო ყურადღებაც მოვიპყროთ. აქაც ძალიან საინტერესო ინიციატივები გვექნება და ამას თქვენ 26-ში ნახავთ.

მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო, ოპოზიციის ალიანსი არის ახალი ჩამოყალიბებული იმ ფორმით, რითაც დღესაა, ჩვენ გვინდა, რომ ის მანდატი, რასაც ვიღებდით, წამოიღოს ოპოზიციის ალიანსმა - ეს ერთი, მეორე - განახლებაა ეს და განსხვავდება სხვა აქციებისგან, რადგან აქციების უმრავლესობა არ იყო მაინცდამაინც პოლიტიკური პარტიებისგან ინიციირებული, განსაკურებით კი 2024 წელს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ. მე ვფიქრობ, ამ პროცესმა აჩვენა, რომ მანდატი ამ პროცესის მართვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ პოლიტიკურ ძალებს იმიტომ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და არ გავურბივართ, ჩვენ გვჭირდება, რომ ამ პასუხისმგებლობას როცა ვიღებთ, მანდატი ვაჩვენოთ ხალხსაც, რომ შეგვეკითხება ვინმე ვისი სახელით საუბრობო, ვუთხრათ - ამის სახელით ვსაუბრობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ხარ მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკური ჯგუფი.

ასევე, ეს არის განახლება, ეს არის ოპოზიციის ალიანსის პირველი შეკრება და არ არის ბოლო, ჩვენ შემდეგი ნაბიჯებიც ნაფიქრი გვაქვს, რა როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები