გიორგი ვაშაძე – ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სრული ჩართულობა, რომ შემოვატრიალოთ პროცესი


ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაარღვია შარლ მიშელის შეთანხმება და ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია.
ვაშაძის განმარტებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან სწორედ ამაზე ექნება საუბარი.
“ქართულმა ოცნებამ” ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია. ამაზე მექნება მსჯელობა. ის, ერთი მხრივ, ძალადობს არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ საკუთარ მოქალაქეებზე და მეორე მხრივ, არ ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
შარლ მიშელის დოკუმენტი – ეს არის საქართველოს ევროპისკენ გზა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად შარლ მიშელის და ევროსაბჭოს, ევროკავშირის სრული ჩართულობა იმისთვის, რომ შემოვატრიალოთ პროცესი”, -განაცხადა ვაშაძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს