გიორგი ვაშაძე – კომისიის წევრები პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩეველს, მხარი “ქართულ ოცნებას” დაუჭირონ

ავტორი
Front News საქართველო
კომისიის წევრები პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩეველს, მხარი “ქართულ ოცნებას” დაუჭირონ – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უბნებზე ბიულეტენებს მოხევისას ისე აზიანებენ, რომ მათი ძალის საარჩევნო ნომერის შემოხაზვა შეუძლებელი ხდება.
“მე მინდა ჩამოვთვალო დარღვევების კატეგორია, ბიულეტენის მოხევის დროს, ჩვენი 1 ნომერი რჩება ყუაზე, ისე ახევენ, რომ ფიზიკურად ვერ შემოხაზავს ადამიანი ჩვენს ნომერს. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ბიულეტენის გამოცვლა.
შემდეგი კატეგორიის დარღვევა, რომელიც ფიქსირდება, არის ფარულობის დარღვევა და ჩვენ შეგვიძლია კადრები გაჩვენოთ თუ როგორ ხდება ჯიხურის გარეთ ხელმოწერა, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არის შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრები პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩეველს მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას.
მოვუწოდებ ყველა კომისიის წევრს და ქართულ ოცნებას, ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას, შეწყვიტეთ სტანდარტული ხრიკების გამოყენებას, ბიულეტენის არასწორად მოხევას და ასე შემდეგ”, – აცხადებს ვაშაძე.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


