Logo

გიორგი ვაშაძე - მე ვიტყოდი, რომ უკვე შედგა დღევანდელი დღე, ჩვენ ვირჩევთ ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს

პოლიტიკა
170
Frontnews image description

მე ვიტყოდი, რომ უკვე შედგა დღევანდელი დღე, მიუხედავად იმისა, რომ ხმის შესაძლებლობას არ გვაძლევენ, არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ მივმართოთ ადამიანებს, მთავარია, რომ ერთად ვართ. ჩვენ ვირჩევთ ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე არის პირველი დიდი ნაბიჯი განახლებული ბრძოლის, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებამდე მივა.

"პირველ რიგში, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.  ჩვენ,  აქ მყოფები ყველა ვირჩევთ ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს. უნდა გადავწყვიტოთ, ვირჩევთ იზოლაციაში მყოფ საქართველოს თუ რეგიონის ლიდერს, ამაყ, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს. ვირჩევთ საქართველოს, საიდანაც ემიგრაციაში მიდიან ახალგაზრდები თუ საქართველოს, სადაც ემიგრანტები ბრუნდებიან და ძალიან მძლავრ ეკონომიკას და ძალიან მძლავრ სახელმწიფოს ვაშენებთ. ეს არის რეალურად ჩვენი პასუხი მათთვის. ჩვენ ბოროტებას  ბოროტებით არასდროს ვუპასუხებთ, ნებისმიერ მათ ნაბიჯს ვუპასუხებთ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთით, მხოლოდ და მხოლოდ განვითარებით, კეთილი საქმით, რაც ჩვენ გვამოძრავებს. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხია მოსული, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. მე ვიტყოდი, რომ უკვე შედგა დღევანდელი დღე, მიუხედავად იმისა, რომ ხმის შესაძლებლობას არ გვაძლევენ, არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ მივმართოთ ადამიანებს, მთავარია, რომ ერთად ვართ. ჩვენ ვირჩევთ ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს და ის, ვინც ჩვენ გვიპირისპირდება და ჩვენზე აქეზებენ და ნეგატივს უდებენ ტვინში, მათ მინდა ვუთხრა: მე თქვენთან გასაყოფი არაფერი მაქვს, ჩვენ თქვენთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს, შვილები გვეზრდება და არ შეიძლება ასე არასწორად, არანორმალურ ვითარებაში ვცხოვრობდეთ, არ შეიძლება ამდენი პატიმარი გვყავდეს, არ შეიძლება ამდენი ჯარიმა იწერებოდეს, ამდენი ტყუილი იყოს, ასე ძარცვავდნენ ჩვენს ქვეყანას, უნდა გავერთიანდეთ, ჩვენი ძალები გავაერთიანოთ! დღევანდელი დღე არის პირველი დიდი ნაბიჯი განახლებული ბრძოლის, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებამდე მივა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები