Logo

გიორგი ვაშაძე - სანამ ერთმანეთის სოლიდარობას არ ვისწავლით, მანამდე იქნება ასეთი თავნებობა და უსამართლობა

პოლიტიკა
182
Frontnews image description

ყველაფრისთვის არის ფული, მაგრამ როცა საქმე მიდგება იმაზე, რომ ბავშვებს წამალი სჭირდებათ - ფული არ არის, როდესაც სახლი ენგრევა ადამიანს და ხელის გამართვა სჭირდება, არც იქაა ფული და არ იქ, როცა ბავშვებს სკოლაში კვება სჭირდებათ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ერთმანეთის სოლიდარობას არ ისწავლიან ადამიანები, მანამდე იქნება თავნებობა და უსამართლობა.

"ყველაფრისთვის არის ფული, მაგრამ როცა საქმე მიდგება იმაზე, რომ ბავშვებს წამალი სჭირდებათ - ფული არ არის, როდესაც სახლი ენგრევა ადამიანს და ხელის გამართვა სჭირდება, არც იქაა ფული და არ იქ, როცა ბავშვებს სკოლაში კვება სჭირდებათ, რომელზეც ამდენი წელია ვსაუბრობთ. როცა ვიწრო, პატარა ჯგუფს რამე სჭირდება, ამ დაჯგუფებას, ვისაც მიტაცებული აქვთ ძალაუფლება, მაშინ ყველაფერი არსებობს, მაგრამ როცა ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, მაშინ არაფერი არსებობს - ეს არის უსამართლობა.

დღეს უსამართლობამ საქართველოში ყველა ჯგუფს მიაკითხა, იმ ბავშვებს და მათ მშობლებსაც მიაკითხათ, რომლებიც ამდენი ხანია, წამალს ითხოვენ, იმ ბავშვებსაც მიაკითხა, ვინც მშიერი დადიან სკოლაში, იმასაც, ვინც ძალადობრივ გარემოში იზრდებიან და ასევე მიაკითხა იმ ადამიანებსაც, ვისაც სოფლებში სახლის საძირკველები გამოუთხარეს და სახლები ჩაუნგირეს. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?!

აქვე მინდა საზოგადოებას ვუთხრა - ჩვენ გვაქვს ერთი დიდი და მთავარი პრობლემა, ამ ბავშვებს და მათ მშობლებს რომ ვუყურებ, ისე ჩანს, თითქოს ეს მხოლოდ მათი პრობლემაა, რაიმე უსამართლობას როცა ვხედავთ, თითქოს, მხოლოდ ამ ადამიანების პრობლემაა, სინამდვილეში, ეს პრობლემები ყველას გვეხება, ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ ამ ე.წ. ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემები არ დატოვოს ურეაგიროდ და კიდევ, სანამ ერთმანეთის სოლიდარობას არ ვისწავლით, მანამდე იქნება ასეთი თავნებობა და უსამართლობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები